მივმართავ ახალგაზრდებს, მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ ბელადის პლაკატებზე, რომელიმე რომ გამოხვალთ და იტყვით, დამოუკიდებლები ვართო, არავინ დაგიჯერებთ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

მივმართავ ახალგაზრდებს, გუშინ დარწმუნდით, როდესაც თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის, აფრიალებული პლაკატები რომ იყო? ხომ ვამბობდით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააფრთხილა ახალგარზდები, რომ თავიანთი ინტერესები აქვთ.

„ვინმემ გააპროტესტეთ?არა, რადგან თქვენც ამ ჯგუფებისგან ხართ მართული. არაერთხელ გამიფრთხილებიხართ, ისევე როგორც ჩვენი ყველა ლიდერი გაფრთხილებდათ, ნუ გაჰყვებით ამათ, იმიტომ, რომ მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. ნუ გაჰყვებით გოგუცას თუ ბაბუცას, ლომჯარიას, ნანულას, ხომ გაფრთხილებდით. მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე? ბელადის, რომელმაც პუტინის დავალებით ჩვენი ქვეყანა ომში გახვია, ტერიტორიები გადაუფორმა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მისცა და შემდეგ ევროსაბჭოში თავის ბანდას მხარი დააჭერინა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამას უყარეს რეზოლუციაში კენჭი და თანხმობა მისცეს. აი, ამ ბელადის ირგვლივ გაგაერთიანეს. ამის შემდეგ რომელიმე რომ გამოხვალთ და იტყვით, დამოუკიდებლები ვართო, არავინ დაგიჯერებთ, ჩემო მეგობრებო. ამიტომ, წადით სახლში, წიგნს მოკიდეთ ხელი, თქვენს მშობლებს ელაპარაკეთ და აგიხსნიან, რომ ოპოზიციის გზა ომის და ბიზნესის რეკეტის გზაა. მათი გზა – ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია თუ გინდათ, ბებიებს და ბაბუებს ჰკითხეთ, გეტვიან – ზვიდი ვინ ჩამოაგდო, როგორ დაუპირისპირდნენ, იმიტომ, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებდა. ზვიადი ამბობდა, ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა უცხო ქვეყნის ჩარევებით“, – განცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის სუვერენიტეტი აქამდე მოიტანა და გააძლიერა, მომავალმა თაობამ კი ეს პოლიტიკა უნდა გადაიბაროს, გააგრძელოს, გააძლიეროს სახელმწიფო.

„ამ „ლუზერებთან“, უცხო ქვეყნის დაკვეთის, ცალ ფეხზე მდგომებთან არაფერი გამოგივათ. თქვენთვის პოლიტიკური გალაწუნება იყო გუშინ, გაგაერთიანათ თუ არა „ნაცების“ ბელადმა? მერე უკვირთ, ხალხი რატომ არ დადისო. „ნაცების“ მობრუნება არის რუსების ინტერესების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ჩაგვრის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მობრუნებაა. გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ იქ დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რევანშისტები და ისინი, ვისაც ერთი სული აქვთ, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოვიდნენ. თქვენც გადაგივლიან და გაგწირავენ. ჰკითხეთ თავს, რომ გაჯარიმებენ, მათი ერთი ლიდერი რატომ არ არის დაჯარიმებული? თქვენ რომ ციხეში ხართ, ისინი რატომ არ არიან? იმიტომ რომ ჭკვიანურად იქცევიან და გიყენებენ. ნუ გამოაყენებინებთ თავს. განსხვავებული აზრი გაქვთ? მობრძანდით და ვიკამათოთ, იქნებ მართლები ხართ, მაგრამ, იმას, რასაც თქვენ აკეთებთ და გაკეთებინებენ, არაფერში არ წერია“, – გააცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, 31 მარტს ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა თვითმარქვია „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები.

„მგონია, ამათ „ეკაიფება“, ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ. ჯერ რაღაც ქარტიაო, იქით-აქეთ დაარბენინებდა ამ ხელმოცარულებს და უსამშობლოებს, ახლა წინააღმდეგობის ჯგუფიო. იმ ქარტიაში რა, წინააღმდეგობის ჯგუფი არ ჰქონდათ? გამოჟონაო, რომ გვეძახდნენ და არ ვაღიარებთ და წინააღმდეგობა გავწიოთო. სხვა წინააღმდეგობა იყო ეტყობა. სინამდვილეში, ეს ქალბატონი ხელმოცარული და ჩვეულებრივი აფიორაა. რა ქნას, უნდა, პოლიტიკური თამაშიდან გავიდეს. რა დივიდენდებიც გასცა, ახლა იცის, რომ გაჭედილები არიან და როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან, იგონებენ სიგიჟეებს. ახალგაზრდებს კიდევ მოუწოდებენ, ძალოვნებს დაუპირისპირდნენ? კიდევ საციხოდ უნდა გაუხადონ საქმე, ამისკენ არის მოწოდება? ძალიან ცუდ თემაში შევლენ. ამათმა ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ ფული უკვე აიღეს, რაც დახარჯეს, ის ფული მოგვთხოვეს და წაიღეს. მანდატები ჩვენ შევუწყვიტეთ, თორემ არ გამოვრიცხავ, ახლა პარლამენტში ყოფილიყვნენ. ის ჯიგარი თავის დროს ელოდება, რომ პარლამენტში შემოვიდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.