,,მივიღეთ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" - ზვიად შალამბერიძე ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების შესახებ

ზვიად შალამბერიძე

ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმება და ადმინისტრაციის ლიკვიდაცია პირველი მოსმენით მიღებულია. ინიციატივას 86 მომხრე და ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. დროებითი ადმინისტრაცია ოფიციალურად არსებობას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტს. პროცედურული განხილვები ინიციატივის საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება.

"არასწორი ნაბიჯი იყო სამხრეთ ოსეთის აღდგენა წინა ხელისუფლების დროს, თან აღდგენა იმავე საზღვრებში, რა საზღვრებშიც 90 წელს გაუქმდა. ეს იყო აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, რომლის საწინააღმდეგო ნაბიჯიც, შეიძლება ითქვას, ჩვენ აქამდეც უნდა გადაგვედგა. თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს და, რეალურად, მივიღეთ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძემ.