„მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანალენა ბერბოკი  ფოტო: Reuters

„მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.