მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალებისა და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ - აცხადებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომელსაც "კურიერმა" კითხვით მიმართა.
გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა, ვიზიტის სხვა დეტალებზე კი ინფორმაცია არ აქვთ.
სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა ჰქონდა თუ მან კანონი დაარღვია? ეს კითხვა პრეზიდენტის ბერლინში გამართულ შეხვედრებზე "ქართულ ოცნებას" აქვს. საქმე იმაშია, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ, 29 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომელიც ბერლინში მოეწყო, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პოლიტიკური მდივანი, კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება კანონს არღვევს.
"კანონს არღვევს ეს ხელისუფლება, რომელიც ამ ემიგრანტებს ართმევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ ხალხს გაუჩენს რწმენას, რომ ისინი იმსახურებენ, იყვნენ ამ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართულები,"- აცხადებს სამადაშვილი.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გერმანია კანონმდებლობის აღსრულებას დახმარების გარეშეც შეძლებს.
"როგორღაც, მოახერხებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომ კობახიძეების, მდინარაძეებისა და ოხანაშვილების დახმარების გარეშე, საკუთარი კანონმდებლობა დაიცვას და აღასრულოს,"- აცხადებს ბუჩუკური.