ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
რატომ დაუმალა საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე, - საია-ში პასუხი არ აქვთ. ბრიფინგის შემდეგ, ორგანიზაციამ წერილობითი განცხადებაც გაავრცელა სადაც ამტკიცებს, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება სარჩელში არ მოუთხოვია.
განსხვავებულია ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის კორესპონდენციას ასახავს. საია წერს, რომ მათ 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინეს მოთხოვნა, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და არსებობს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ საჩივრები სტრასბურგში კოორდინირებულად შევიდა და გადაწყვეტილებას ამ საჩივრებზე სწორედ საია იღებდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება საჩივრის განხილვას, რადგან ეს ხელს შეუწყობს სპეკულაციების დასრულებას.
"არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდოდათ არჩევნების დისკრედიტაცია. მიმართეს თურმე სტრასბურგის სასამართლოს, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება მომხდარიყო. ფორმალურად, ფიზიკური პირების სახელით იყო [სარჩელი წარდგენილი], თუ როგორ, ეს იყო მათი ეგიდით გაკეთებული ქმედება. როგორც ჩანს, ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა, რომ არ მიეღო მათთვის სასურველი გადაწყვეტილება სტრასბურგს, პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ. რაც შეეხება იმას, რომ სტრასბურგი მათ საჩივარს განიხილავს, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ვფიქრობ, საქმის ობიექტურად განხილვის შემდეგ, დასრულდება ყველა ის სპეკულაცია, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა,"- აცხადებს ქადაგიშვილი.