-12 გრადუსი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1734926796
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.
"ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მისი ვიზიტით, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულია. თქვენ ნახეთ, რომ ის შეხვდა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე - პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრა იქნება არჩეულ პრეზიდენტთანაც. საუბარი იქნება ყველა თემაზე, მათ შორის - ევროსაბჭო-საქართველოს, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საუბარი ე.წ. პრემიერსა თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეზე დასრულებულია," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.