ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედში" მისმა მკურნალმა ექიმმა მოინახულა. როგორც მედიკოსმა განმარტა, "დროას" ლიდერის კლინიკური მდგომარეობა შეცვლილი არ არის.
მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევების შედეგების განხილვა კონსილიუმზე მოხდება - ამის შემდეგ კი გადაწყდება რადიოლოგიური კვლევების საკითხიც.
"მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია. ვიზიტს ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ წუხელ, ელენეს გადმოყვანის შემდეგ შევუკვეთეთ ძალიან რუტინული, საბაზისო ლაბორატორიული კვლევები და ამ კვლევების შედეგებს უნდა გავცნობოდით. კვლევებს გავივლით ჩვენს კოლეგებთან ერთად, ონლაინ კონსილიუმზე, როგორც საქართველოში მყოფ, ასევე საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ, მაღალკვალიფიციურ, სხვადასხვა მიმართულების მქონე ექიმებთან", - განაცხადა ელენე ხოშტარიას ექიმმა ანა ქავთარაძემ.