1740464538
მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი - არჩილ გორდულაძე

მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.
მან საზოგადოებას ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული შუალედური ანგარიში გააცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა.