მინდა ყველას მოგილოცოთ დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო, ყველას მინდა გისურვოთ ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება, გაერთიანება და გამთლიანება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის თქმით, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო, ყველას მინდა გისურვოთ ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება, გაერთიანება და გამთლიანება“, - განაცხადა პრემიერმა.