1759573255
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოქალაქეებს, ვისაც სწამს ჩვენი სახელმწიფოსი და სამშობლოსი, მადლობა გადავუხადო, მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა - მიხეილ ყაველაშვილი

ვაკის საარჩევნო ოლქში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განთავსებულ პირველ საარჩევნო უბანზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ ყაველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
"პირველ რიგში გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გამოვხატე ჩემი არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, მეორე მხარეს კი არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც სწამს ჩვენი სახელმწიფოსი და სამშობლოსი, მადლობა მინდა ყველას გადავუხადო ვინც მონაწილეობს ჩვენს არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლო. ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევნის გაკეთება. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და განვითარებული", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.