1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, რომლებიც გულწრფელი ემოციით აფიქსირებენ სოლიდარობას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, უკრაინელი ხალხის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, გულწრფელი მადლობა მათ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ რუსეთის სამსახურში იყვნენ, მათი პრესსპიკერები იყვნენ და დღეს ”პატრიოტებად“ გვევლინებიან, მე მათი არ მჯერა და არასდროს დავიჯერებ. თუ ვინმეს უნდა დაიჯეროს, რომ რუსული პარტიების პრესსპიკერები სულ რამდენიმე წლის წინ იმდენად გარდაიქმნენ, რომ დღეს ყველაზე დიდ პატრიოტებად გვევლინებიან, მე ეს არ მჯერა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად აფიქსირებენ თავის პოზიციებს და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩემი პატივისცემა მათ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.