იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა პირი იყო ინფორმირებული, სად მიდიოდა 4 ოქტომბერს. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ბევრჯერ გააფრთხილეს ისინი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება და ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე. რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება მიმდინარეობს ყველა ამ ადამიანის. ამაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იდენტიფიცირება იქნებოდა გაცილებით მარტივი, ვიდრე წინა შემთხვევებში და შესაბამისად, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, აბსოლუტურად ყველა იქნება დაკავებული. აქაც მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ ეს დაკავებები ხორციელდება მტკიცებულების ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი სტანდარტით და ფაქტობრივად, ყველა დაკავებულთან მიმართებაში არსებობს ვიდეოჩანაწერიც", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.