,,მიმდინარეობს კოორდინირებული საინფორმაციო თავდასხმა არჩევნებზე და ის გაძლიერდება, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე და დაელოდოს ყველა ინფორმაციის გადამოწმებას" - შალვა პაპუაშვილი მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტზე

 შალვა პაპუაშვილი

მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა:

"ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ყალბი ამბავი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა. აშკარაა, რომ მიმდინარეობს კოორდინირებული საინფორმაციო თავდასხმა არჩევნებზე და ის მხოლოდ გაძლიერდება არჩევნების მიმდინარეობისას. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე და დაელოდოს ყველა ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებას", - წერს შალვა პაპუაშვილი.