ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920
დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის საარჩევნო უბანზე, ის, ვინც თავს თვლის დემოკრატიული საქართველოს შვილად, დღეს იმისი ადგილი არის არჩევნებზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მან უპასუხა კითხვას - „ფიქრობენ, რომ დღევანდელი დღე იქნება დიდი ცვლილებების დღე. რას აპირებს „ქართული ოცნება?“.
„მხოლოდ არჩევნებია ერთადერთი საშუალება სახელისუფლებო მანდატის მიცემისა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920