მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსებას დაუბრუნებს და იქნება პრეზიდენტი, რომელიც დეპოლარიზაციას დაასრულებს - პაატა სალია

პაატა სალია

პირველი ოფიციალური სამუშაო დღე პრეზიდენტის რანგში - მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ, მიხეილ ყაველაშვილის სახით, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის ეროვნული ინტერესებს დაიცავს და იქნება საზოგადოების გამაერთიანებელი.

მათივე შეფასებით, ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახული რეპუტაცია აღდგეს.

"საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, კერძოდ, ჩვენი ქვეყანა გადავიდა სრულად საპარლამენტო მოწყობაზე. მოხდა მიხეილ ყაველაშვილის, როგორც მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნებს თავის ღირსებას, თავის სახეს და ის იქნება პრეზიდენტი გამაერთიანებელი. ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც, დიდი იმედია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს დეპოლარიზაციას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გაიმართა.