მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

„ვულოცავ მთელ საქართველოს - ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი არის ჭეშმარიტი პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის და იღვწის საქართველოსთვის, მისთვის სამშობლო არის ყველაფერი და ასე გააგრძელებს მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზეც.

მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.