მიხეილ სარჯველაძე: დღეს საქართველო სწორედ იმ გზას ადგას, რა ჩანაფიქრიც იყო 1918 წლის 26 მაისს

მიხეილ სარჯველაძე

მთელ საქართველოს მთელი გულით და სულით ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს, არაჩვეულებრივ დღეს - ალბათ, უპირველესს ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, დღეს საქართველო სწორედ იმ გზას ადგას, რა ჩანაფიქრიც იყო 1918 წლის 26 მაისს.

"მთელ საქართველოს მთელი გულით და სულით ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს, არაჩვეულებრივ დღეს - ალბათ, უპირველესს ჩვენი სახელმწიფოსთვის, საზოგადოდ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ჩვენი ერისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი დატვირთვიდან გამომდინარე, მთელი იმ ძნელბედობის გათვალისწინებით, რაც ახლდა თან თუნდაც ამ დღეს, 3 წელიწადში მიღებული კონსტიტუციით, რომელმაც 4 დღე იარსება; შემდგომ, ძალიან მძიმე 70 წლით; შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებლობით; შემდგომ სამოქალაქო ომით, ოკუპაციით, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ყველაფერი ეს არის უმძიმესი, მაგრამ, იმავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ჩანაფიქრი, რომელიც იყო 1918 წლის 26 მაისს, დღეს ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ გზას ადგას და ძალიან მიხარია, რომ ამას თავისი შედეგები მოაქვს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.