მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ის, რაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაინც მე ვიქნები პრეზიდენტიო - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველაფერს არღვევდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, არ უთქვამს ეგეთი რამ, რაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაინც მე ვიქნები პრეზიდენტიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამას იმიტომ ამბობს, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს.

„სალომე ზურაბიშვილმა თავად თქვა, რომ მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ვინც არ უნდა აირჩიონო, მხოლოდ საჩემოდ შეიძლება, შეიცვალოს და მუდამ მე უნდა ვიყოო. როგორც ავტორიტარულ ქვეყნებშია, ფაქტობრივად, ეს გამოუვიდა. ძალიან საინტერესო იქნება მის მიერ სკამზე ჩაბღაუჭების მომენტი. წარმოუდგენელი ამბავია. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა, მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, არ უთქვამს ეგეთი რამ, რომ მე რომ ვადა გამივა, მაინც მე ვიქნებიო, მაინც მე ვარო, ეგეთი რაღაც სააკაშვილს არ უქნია. იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობს. თან აგენტურული ოპოზიცია მის ამ ნათქვამს მიჰყვება. შეფასებაც ალბათ ზედმეტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.