1746733863
მგონია, რომ მარტო "გირჩს" არ ვიხილავთ ოპოზიციური პარტიებიდან ამ არჩევნებზე - ჰერმან საბო

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
ამ ეტაპზე, ოპოზიციური პარტია, რომელიც აზრს მკაფიოდ აფიქსირებს არის "გირჩი". "გირჩში" არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიების მიიღებენ მონაწილეობას.
"ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ყველა დიდ რაიონში, სადაც წარმომადგენლობა გვყავს, ველოდებით ადამიანებს და ვეძებთ, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ თავისი უბნის, რაიონის, ქალაქის პრობლემები საჯაროდ გამოიტანონ და ილაპარაკონ ამ ყველაფერზე. თქვენ ნახავთ, ბევრ ფოტოებს, შეხვედრებს, მაგალითად "ლელოს" შეხვედრები შემხვდა, ბოლო დროს, სადაც ისინი წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებენ რეგიონში და რა არის ეს, თუ არა არჩევნებისთვის მომზადება? მგონია, რომ მარტო "გირჩს" არ ვიხილავთ ოპოზიციური პარტიებიდან ამ არჩევნებზე", - განაცხადა ჰერმან საბომ.