პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მე მგონი, შეგნებულად აკეთებენ იმას, რომ ნელ-ნელა პოლიტიკური სპექტრიდან გაქრნენ, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„ყველას ესმის, რომ ბოიკოტი იქცა საპატიო გაცდენების სინონიმად. ჩვენ თუ ვაცდენთ ვაცდენთ, მათ შორის არასაპატიოდაც, მაგრამ, იმის გამო, რომ გაცდენა საპატიოდ ჩამითვალონ, ცნობების დაგროვება ყოველთვის მიჭირდა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს. ჯერჯერობით მანდატები არ დაუტოვებიათ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. ბოიკოტის იდეას ნიკა მელიას გუნდი არ იზიარებს. კოლეგებს პროტესტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანიც შეუერთდნენ.