სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1728370080
“ხელისუფლებას აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენოს ბერკეტები და უპირველესად აღკვეთოს კრამერების, ჰოჯესების, გროშევსკას თუ სხვა მტრულად განწყობილი ადამიანების საქართველოში შემოსვლა!”, - ამის შესახებ მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას და აღნიშნა, რონ იგი თავის გამოსვლაში მკაფიოდ აფიქსირებს საქართველოს ომში ჩართვის აუცილებლობას.
როგორც შაქარიშვილი წერს, ყველა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მტერია და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ზომებია მისაღები.
“გასული წლის 24 თებერვლიდან ამოქმედდა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა - უკრაინასთან ერთად, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. ამ სცენარის ავთენტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონდოლიზა რაისისა და რობერტ გეიტსის უკანასკნელმა წერილმაც, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ აშშ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინელების ხელით, უკრაინელების ხარჯზე და რომ აქვე უნდა ყოფილიყო საქართველოც. ციტატა წერილიდან: “ჩვენ გვყავს შემართებით აღსავსე პარტნიორი უკრაინაში, რომელიც მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ომის შედეგებზე, რათა ეს ჩვენ არ მოგვიწიოს სამომავლოდ.” აღნიშნულ პროექტში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, მაგრამ მათ შორისაც არის რამდენიმე გამოკვეთილი პერსონა, მაგალითად: ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანებულა და კონფერენციებსაც მართავს.
შეგახსენებთ, რომ ჰოჯესი საკუთარ განცხადებებში მკაფიოდ აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის აუცილებლობას. მგონი დროა საქართველომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პირები, "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადოს და აუკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა! პარადოქსია, როდესაც ჩვენი მტრები უპრობლემოდ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენივე მიწაზე გეგმავენ რევოლუციებს და ომში ჩართვის გზებს. ხელისუფლებას აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენოს ბერკეტები და უპირველესად აღკვეთოს კრამერების, ჰოჯესების, გროშევსკას თუ სხვა მტრულად განწყობილი ადამიანების საქართველოში შემოსვლა! ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია! მეორე ფრონტის გეგმის სისრულეში მოყვანისთვის ორი მიმართულებით მუშაობენ, ესენია - სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დასანქცირება, რამაც ხელისუფლების ცვლილება უნდა გამოიწვიოს და უსამშობლო აგენტების პირობებში მოხდეს საქართველოს ომში ჩართვა! ყველა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მტერია და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ზომებია მისაღები!”,- წერს ვატო შაქარიშვილი.