1769527071
მეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება.
„უნდა გახვიდე, სიტუაცია გადალახო, ჩიხში არ უნდა შეხვიდე, შენი თავი არ უნდა დააპყრობინო არც ერთ უცხოელ დამპყრობელს, ძალიან რთულია, ამ დროს შეიძლება შიგნით ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობები არ შეგვეძლოს. დღეს როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა, გამოსავალი იქნება. ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევეცადოთ, რომ ის დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.












