მეწყინა, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა პოსტი დატოვა, მე პერსონალური მხარდაჭერა გამოვხატე - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

იან ლიპავსკი

ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა პოსტი დატოვა, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელჩს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა.

„ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა პოსტი დატოვა. მე სულ რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე მას და პერსონალური მხარდაჭერა გამოვხატე, რადგანაც ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველო უხვევს ევროკავშირის გზიდან. ჩვენ არ უნდა ჩამოვართვათ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის ხედვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.