1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩემს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა.
„ჩემს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი. ეს აისახება კიდევაც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხის სტაბილურობის, მდგრადობასა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.
ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას, მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივების გამო, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10,5 % ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. IMF-ის პროგნოზით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის) 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5% იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.