„მეტი შესაძლებლობა გახდება ქართველთა დასაქმებისთვის ხელმისაწვდომი, შესაბამისად ის, რომ სახელმწიფო სტანდარტებს ნერგავს შრომითი ვალდებულებების და საკითხების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია“ - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვედელიანი

 პირველი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებადდა ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებს შეეხება, თვითდასაქმებული უცხოელებისთვის კი წესები პირველი მაისიდან ამოქმედდება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს ეკისრება.

ცვლილებები შეეხება იმ უცხოელებსაც, ვისაც კანონით შრომითი საქმიანობის უფლება მიეცემათ - მათთვის მუშაობის ნებართვის აღება ფასიანი იქნება. იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც მუშაობა ოფიციალურად აეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში ჭარბი კონკურენციაა, პრემიერის ინიციატივა კი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება.

"მეტი შესაძლებლობა გახდება ქართველთა დასაქმებისთვის ხელმისაწვდომი, შესაბამისად ის, რომ სახელმწიფო სტანდარტებს ნერგავს შრომითი ვალდებულებების და საკითხების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, თუმცა ეს ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს პარტიის"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი.