აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების ბრალდებით დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პიტერ მანდელსონი

 აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დაკავებიდან რამდენიმე საათში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით,  გამოძიება კვლავ გრძელდება.

ლონდონის პოლიციამ დიპლომატი სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების ბრალდებით დააკავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ მანდელსონს ახლო კავშირები ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.