1750241535
მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე: სასამართლოზე მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო - ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? რა ვქნათ, ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, "ნაცმოძრაობის" დროს დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება,
მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
"თვითონ იზოლატორში არავის ვუცემივარ, ახლა სასამართლოში უნდა გადაგიყვანოთო, ბევრნი ვიყავით დაკავებულები და მახსოვს, პირველი ვიყავი რიგში. ჩაგვამწკრივეს და უკანა მხრიდან სპეცრაზმის რობოკოპები იდგნენ და გვაფურთხებდნენ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ზოგს ეკეთა (ნიღაბი), ზოგს - არა, მაშინ ლურჯი ფორმები ეცვათ. გვაფურთხებდნენ, ათას შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როცა გავედით, მანქანებში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს სასამართლოში. თვითონ სასამართლოზე რომ მივედი, პოლიციელებით იყო სავსე და მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო. ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? მაშინ რა ვქნათ, ჩვენ ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო, 5 ადამიანს მოგვცეს 30-დღიანი (სასჯელები)," - განაცხადა მესხმა.