1751744974
მერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან.
ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას.
მეგობრებო, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები, ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას”,- წერს სოციალურ ქსელში მერიკო კარტოზია.
ასეთივე შინაარსის პოსტს აქვეყნებს კიდევ ერთი ემიგრანტი.
„გავრცელდა გარკვეული ჯგუფის განცხადება,თითქოს ჩვენ,ემიგრანტები მივმართავთ ევროკავშირს,დაუწესოს სანქციები ჩვენს სახ-ფოს,ვინაიდან მათი გატარებული პოლიტიკა არ მოგვწონს.
ეს არის სრული სისულელე. თესალონიკის ემიგრაცია, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ, ვგმობთ და ვემიჯნებით ჩვენი სახელით გაკეთებულ პეტიციას!!“, - წერს ქეთი გონგაძე.