1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
„მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში საუბარია უსამართლო კრიტიკაზე. მოგვყავს საწინააღმდეგო ფაქტები, რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანს კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.
„საქართველოსთან მიმართებით უსამართლო ნაბიჯების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს განცხადებას, რომელიც მიემართება იმ ირონიულად წოდებულ „მეგობარ აქტს“, რომელიც ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველანაირად მტრული განწყობის არის. ამ განცხადებაში, რომელიც უკვე განვიხილეთ პარლამენტში ბიუროზე და შემდგომში კენჭს ვუყრით, საუბარია ე.წ. მეგობარი აქტის პირობებში მოყვანილ ყველა უსამართლო კრიტიკაზე, რომელიც არც ფაქტებით, არც კონკრეტული პროცესებით არ არის განმტკიცებული. პირიქით, ჩვენს განცხადებაში საწინააღმდეგო ფაქტები მოგვყავს. მოგვყავს ფაქტები, რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა, სასამართლო რეფორმის საუკეთესოდ წარმართვა და ასე შემდეგ; ქართველი ხალხის არჩევანია ეს ხელისუფლება და დამარცხებულია ყველა რადიკალური ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში გადატრიალებას ემსახურება და მომავალშიც ასეთი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.