1747165804
სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.