„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, სტანდარტები აქამდეც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა - პრემიერი

პრემიერი

„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, ეს სტანდარტები ისედაც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ ქვეყანას ექნება როგორც სტანდარტები, ისე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები.

„ჩვენ, ახალი კანონის მიღების შემდეგ, გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი არის აბსოლუტურად გამართული და პარლამენტი სათანადო ვადებში უზრუნველყოფს ამ კანონის მიღებას,“- აღნიშნა პრემიერმა.