ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ცალკეული დეპუტატის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები მთელი ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს.
„ევროპარლამენტი, ისევე როგორც საქართველოს და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს პარლამენტი, არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პარტიის დეპუტატები, და, ბუნებრივია, თითოეულ მათგანს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, რადგან მაყურებელმა იხილა დარბაზიც. ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტი, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული, მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.