1736496209
“მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და მოვიპოვებ გამარჯვებებს, ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ, უკრაინაში“ - მიხეილ სააკაშვილი 2016 წელს
მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში 2016 წელს გაკეთებული განცხადებები შეახსენეს. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ახლა აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში, თუმცა უკრაინაში ყოფნის დროს საკუთარ თავს მხოლოდ უკრაინელ პოლიტიკოსად მოიხსენიებდა.
2016 წელს, ოდესის გადამდგარი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე პასუხობდა.
"პრეზიდენტ პოროშენკოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია საქართველოს არჩევნებში და არ შემეძლო ამის გაკეთება სურვილის შემთხვევაშიც კი, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. ვინ, თუ არა მან ზუსტად იცის, რომ დეკანოიძესთან და სხვა "მოწვეულ" ქართველებთან ჩემი შედარება არც თუ კორექტულია. ჩემ წარმომავლობაზე აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვის და მსგავსი მოღვაწეების მეთოდებს, მე კი სურვილი მექნებოდა, პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა დადგეს.
უკრაინაში, დაახლოებით, იმავე დროს ჩამოვედი, რა დროსაც ჩემი თანაინსტიტუტელი პეტრო პოროშენკო. ის მოლდოვადან, მე - საქართველოდან და რა თქმა უნდა, მისი მადლიერი ვარ უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთის. ასე რომ, ყველას მოუწევს მიჩვევა, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და მოვიპოვებ გამარჯვებებს, ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ, უკრაინაში.
პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ გადადგომა ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა, მაგრამ რეფორმების დაპირებით დამიყოლია დავრჩენილიყავი. უბრალოდ, ამჯერად მე აღარ მჯეროდა დაპირებების და საქართველოს არჩევნები აქ არაფერ შუაშია", - წერდა მიხეილ სააკაშვილი.