მე საარჩევნო დამკვირვებლების, საოლქოების დაკომპლექტებაში არ ვმონაწილეობდი, ჩვენს პარტიაში იყო ამისთვის საგანგებო ხალხი, ვინც აკომპლექტებდა - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. რა პრინციპით ხდებოდა საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე - ამ კითხვასთან დაკავშირებით, პასუხი პარტია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს არ აქვს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მისი პარტიაში მყოფი კონკრეტული გუნდი იღებდა.

"წარმოდგენა არ მაქვს, მე საარჩევნო დამკვირვებლების, საოლქოების დაკომპლექტებაში არ ვმონაწილეობდი. ჩვენს პარტიაში იყო ამისთვის საგანგებო ხალხი, ვინც აკომპლექტებდა. მე თითო-ოროლა ადამიანს ვიცნობ, ვინც საოლქოში ჩვენს პარტიას წარმოადგენდა. დანარჩენი პარტიაში იყო ხალხი, ვინც ამით იყო დაკავებული", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.