ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
პროკურატურის პარალელურად, ჩორჩანას ეპიზოდს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სწავლობს. 23 ივნისს სხდომაზე ხელმეორედ არის დაბარებული გიორგი გახარია. კომისიის წევრებს, მასთან დამატებითი შეკითხვები აქვთ. მივა თუ არა გახარია პარლამენტში, მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამას ის თავად გადაწყვეტს.
მმართველი გუნდში კი კითხვებზე პასუხების მიღებას აუცილებლად თვლიან, რადგან მათი განცხადებით, გახარიას გადაწყვეტილებამ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა და მას მძიმე შედეგები მოუტანა.
"მე რამდენადაც ვიცი მოვა იმიტომ, რომ ძალიან არასერიოზული იქნებოდა, რომ ეს არ გაეკეთებინა. სხვათა შორის, ისევ თუ ნახავთ იმ ჩანაწერს, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ ძალიან ფართო საკითხებია, რომელზეც გვაქვს სასაუბრო და არ გამორიცხა, რომ ჩვენი დიალოგი შეიძლება გაგრძელებულიყო ამავე ფორმატში. მას არანაირი უარყოფა ამის თაობაზე არ ჰქონია და ეს ლოგიკურიც არის. თუ არ მიდიხარ - გასაგები არის, არ მიდიხარ, და თუ მიდიხარ დასაზუსტებლადაც უნდა მიხვიდე", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.