მე პირადად მრავალ საარჩევნო უბანს ვესტუმრე და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად, ყველაფერი იყო წესრიგში - საერთაშორისო დამკვირვებელი

კატალინ ჩობორი

მე პირადად მრავალ საარჩევნო უბანს ვესტუმრე და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად, ყველაფერი იყო წესრიგში, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ქართველი ხალხი მართლაც ძალიან კეთილი ხალხია. ჩვენ თვალყური ვადევნეთ კენჭისყრის პროცესს მთელი დღის განმავლობაში. მე პირადად მრავალ საარჩევნო უბანს ვესტუმრე და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად, ყველაფერი იყო წესრიგში. ეს საკმაოდ გრძელი დღე იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა ჩვენ დავაკვირდით ყველა დეტალს, ვინაიდან არსებობს ძალიან დიდი ინტერესი სრული გამჭვირვალობისადმი. ვუსურვებ საუკეთესოს ქართველ ხალხს და საქართველოს და ასევე გამარჯვებულებს ვუსურვებ იღბალს“, - განაცხადა ჩობორმა.