მე კონკურენტი არ მყავს, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად, არავის მივიჩნევ კონკურენტად. ძალიან კარგი კაცია მერაბ სეფაშვილი - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

"მე კონკურენტი არ მყავს, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად, არავის არ მივიჩნევ კონკურენტად. ძალიან კარგი კაცია მერაბ სეფაშვილი", - ამის შესახებ პარტიის "მოქალაქეები" დამფუძნებელი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საუბრობს.

ალეკო ელისაშვილი მის კანდიდატურაზე გახარიას პოზიციის შესახებ დასმულ შეკითხვას არ პასუხობს და ირწმუნება, რომ დაპირისპირება წინასაარჩევნოდ მემორანდუმზე ხელმომწერ პარტიებს შორის არ არსებობს.

"მე კონკურენტი არ მყავს, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად, არავის არ მივიჩნევ კონკურენტად. ძალიან კარგი კაცია მერაბ სეფაშვილი. თქვენ რატომ გეტყვით, რაზე არის თანახმა გახარია და რაზე არა? რატომ გგონია, რომ თქვენ ჩაგაბარებთ ანგარიშებს? არანაირი დაპირისპირება არ არის, ძალიან მტკიცე და ძალიან გუნდური კოალიციაა, არაფერი არ ჩამოიშლება. მე არ მახსენდება რომ ბოლო 30 წლის მანძილზე, ასე ორი ერთმანეთის კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფი ასე სინქრონში მუშაობდეს", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.