ინდოეთის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 16 გველი გადაჰყავდა
1751297367
„მე გამიჭირდება თქმა, რომ ყველა შეთანხმებით ზის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა პრინციპების გამო არ ზის ესეც და სწორედ ეს - ტყუილის და მართლის, სერიოზულის და არასერიოზულის აღრევა, აქეთ რაც ხდება, იმის ასევე არასერიოზულად დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ზიხარ და ისევ არასიმართლის ლაპარაკი,“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„მეორე მხრივ, მართლა საბჭოთა პერიოდს დავუბრუნდით - ბრეჟნევის გამოსვლის დროს რომ ხანგრძლივი, მქუხარე ტაში იყო, იმისგან რით განსხვავდებოდა პარლამენტის ბოლო სხდომა, სადაც პრემიერი გამოვიდა მოხსენებით? ხალხი, ყოველგვარი შუბლის ძარღვის გაწყვეტით, თაყვანს სცემდნენ მას. ეს ხომ არ გვინდა? ამაზე ხომ არ გვიოცნებია? ეს ხომ არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიზანი? ამისთვის რატომ მოვდიოდით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირშიც ხომ შეგვეძლო ლენინზე, ბრეჟნევზე და ხრუშჩოვზე თაყვანისცემა? ეს ხომ არ არის ქართული სახელმწიფოს მიზანი?“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.