დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
როდესაც საუბარია ქართველ ჯარისკაცებზე, სამხედროებზე, ასეთი განცხადება აზიანებს მათი ბრძოლის ჟინს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.
„მძიმე განცხადებაა მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციის მიმართულებით მიჰყავს, თუმცა როცა საუბარია ქართველ ჯარისკაცებზე, სამხედროებზე, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში იომეს საქართველოსთვის, ასეთი განცხადება აზიანებს მათი ბრძოლის ჟინს ისევე, როგორც სულისკვეთებას საქართველოს თავისუფლებისთვის და სამსახურისთვის. ჩემი სურვილია, რომ სამხედროებს ყველა მოვუფრთხილდეთ, წითელი ხაზები ყველამ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა აქუბარდიამ.