„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ დაფიქისრებულ მონაცემებზე და ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, როგორც კი საქმეში „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რის აბსურდულობასაც, თავად ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს.
„როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ დიფ სთეითის მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია და ამას ზემოხსენებული ანგარიშიც ადასტურებს.
საზოგადოებას ახსოვს, როგორ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, შემდეგ კი გამოაქვეყნეს შეფასების ანგარიში, სადაც ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქულათა სისტემით საქართველო მოწინავე იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა სტატუსმინიჭებულ მოლდოვას და ბოსნიას.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.