ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება, რომელიც 2003-2012 წლებში ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობას შეისწავლის.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 12 წლის შემდეგ, აღნიშნული პროცესის დაწყება რეალობას არის აცდენილი.
"არასერიოზული ინიციატივაა ივანიშვილის ბანდის მხრიდან. 12 წლის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში ამ პროცესის დაწყება არის აცდენილი დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას, მათ შორის, აცდენილია გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ქვეყანაში არსებულ კრიზისს. ამით კიდევ ერთხელ ავლენს ივანიშვილი, როგორ საფრთხეს წარმოადგენენ ისინი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სურს სანქციებისა და პროტესტის ფონზე თემები გამოიგონოს, რათა მოპასუხის რეჟიმში ოპოზიცია ჩააგდოს.
"ქართულ ოცნებას" ერღვევა სისტემა, ამიტომ სჭირდება მას საკუთარი ამომრჩევლის შემაკავშირებლად რაღაც მოიფიქროს და ეს რაღაც იყო სწორედ ე.წ. დიფ სთეით, რომელიც გამოგონებული ბუაა და მეორე, მოიგონოს ეს საგამოძიებო კომისია. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორმე სანქციებისა და პროტესტის თემა გადავიდეს სხვა მიმართულებით, რომ ჩვენ ვიყოთ მოპასუხეები და არა თვითონ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. ავტორი: შოთა ფალავანდიშვილინახე ავტორის სხვა რეპორტაჟებიმისწერე წერილი ჟურნალისტს