ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დისკუსიაზე, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, აღარ შედგება.
მისი თქმით, პაპუნა ჯანელიძე და თინა ხიდაშელი მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ ამ ფორმატს, რომ წინასწარ იცოდნენ, ის არ შედგებოდა.
"როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ისე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ ორი საშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის შესაძლებლობას.
მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს - სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალურმა ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არაფერი აქვს სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული, ისინიც აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ, რეალურად, ამ დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით რომ, საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი არ შედგებოდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22:00 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რომელშიც ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ "ქართული ოცნების" ყოფილ მინისტრებს, - თინა ხიდაშელს და მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძეს.