ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ თავს აარიდებენ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ არცერთ არხს ამ თემისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ როდესაც ჩვენი გმირები, სამხედროები, პოლიციელები, ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს, აგროვებდნენ ქონებას და შემდეგ, ამავდროულად შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ. ეს არის მათი სახე. ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ თავს აარიდებენ, რადგან ასეთი სიბინძურე მათთვისაც კი წარმოუდგენელია, მათ რიგებშიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ წარმოიდგენდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.