დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციაში ვერც შიგნით იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას იღებენ და ამისთვის ყოველთვის გარეთ დარბიან

დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ.

„ოპოზიციაში ვერც შიგნით იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას იღებენ და ამისთვის ყოველთვის გარეთ დარბიან. საიდანაც არ უნდა ჩამოიტანონ, ვისი დაკვეთილიც არ უნდა იყოს დავალება, საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას. მათი პოლიტიკური განაჩენი გარდაუვალია“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

გრიგოლ გეგელიამ დაადასტურა, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან ჩავიდნენ.