პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მაშინ, 2016 წელს ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა იყო მოპარული, თუმცა ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ განცხადებებს, 2016 წელი იყო და ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებიდან შეიძლება ვინმესთან არ ვითანამშრომლო და მესამე, 2016 წლის მერე იყო იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
2016 წლის მერე იყო დავით კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა სადაც მისი და მისი ოპოზიციური ტელევიზიის დევნის შესახებ და მე ყოველდღე ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე თავდასხმებს, მათ შორის, კეზერაშვილზე და ხაბეიშვილზე.
მაშინ ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა იყო მოპარული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.