მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ მედიასთან ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის “სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან“ - სალომე ზურაბიშვილის აზრით ამაზე მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
“მათ ურიგებენ “ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“ აცხადებს პრეზიდენტი. ფრანგულ რადიო “ფრანს ინტერთან“ საუბრისას ის არჩევნებსაც აფასებს და ამბობს რომ ის “რუსეთის დახმარებით ოსტატურად მოიპარეს“.
მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის უფლებამოსილების ამოწურვის პროცესში ყოველდღე ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებს.
“ყველა სამართალდამცავმა, ყველა პოლიციელმა, ყველა მათ შორის ჯარისკაცმა უნდა გაიგოს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად წოდებული როგორ აღიქვამს და როგორ აფასებს თავისი ქვეყნის მცველებს. ეს ადამიანები, სამართალდამცავები არიან ყოველდღიურ რეჟიმში, განსაკუთრებით ამ აქციების დროსაც ვხედავთ ხომ, რამხელა რისკის ფასად იცავენ მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის მოქალაქეების, და როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასე აფასებს ადამიანებს, რომლის წესით მთავარსარდალი უნდა იყოს, უკვე იქ მისი არც მთავარსარდლობა და არც ის სიმბოლური დანიშნულება აღარაფერ კავშირში არ არის არაფერთან. მას უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის პროცესში ყოველდღე ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.