მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება , - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ოპოზიციის განცხადებებზე თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ნიკა გვარამიას პარტია რეგიონული ოფისის ხელმძღვანელებს ნიშნავს და ატრენინგებს დამკვირვებლებს.

„დემოკრატიის მთელი სიძლიერე იმაშია, რომ რაც არ უნდა რადიკალი ჯგუფები იყვნენ, საბოლოო ჯამში ხალხი მათ იძულებულს ხდის, დაემორჩილონ დემოკრატიული თამაშის წესებს. ნებისმიერი პარტიის, თუ პოლიტიკური ძალის ამოცანაა ხელისუფლების რაღაც დოზით მიღება და ერთადერთი გზა ამის არის არჩევნები. სურვილები და მცდელობები იყო, რომ ძალადობრივი გზით შეეცვალათ ხელისუფლება საქართველოში, მათ შორის გარედან ჩარევით. 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც ვიხილეთ წინასაარჩევნო პროცესში სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის, თუ დიპლომატის უხეში ჩარევა. მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს დაემორჩილოს ხალხის ნებას, რომელიც არის დემოკრატია და არჩევნები - ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.