1761143605
მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც „იგლ ჰილსი“ თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
„შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია საკუთარი მოცულობით რეკორდულია საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.