სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას ითხოვს.
ფილიპოს უკმაყოფილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მაკრონი პოლონეთს რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო Rafale-ის ტიპის სამი სამხედრო თვითმფრინავის გადაცემას დაჰპირდა.
„მაკრონი პოლონეთში რუსეთის წინააღმდეგ Rafale-ის სამ თვითმფრინავს აგზავნის. მას ომი სურს. სასწრაფოდ იმპიჩმენტი“, - დაწერა ფილიპომ სოციალურ ქსელ X-ში.