მარიამ ლაშხი პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებს შეხვდა

მარიამ ლაშხი პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ვისაუბრეთ პროფესიული განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე და სკოლებში პროფორიენტაციის პროგრამების დანერგვაზე. ვისაუბრეთ  STEM განათლების მიმართულებით მოსწავლეების ჩართულობაზე და  მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადი და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პროფესიული განვითარების ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების დაგეგმვაში. ასოციაცია სკოლის მოქმედ დირექტორებს, მოადგილეებსა და ხარისხის მართვის მენეჯერებს აერთიანებს.